Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს


საბერძნეთის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს სოციალისტებმა, რაც ნიშნავს, რომ კონსერვატორი პრემიერ მინისტრი კოსტას კარამანლისი თანამდებობას ტოვებს. დათვლილია ხმათა ოთხ მეხუთედზე მეტი, და ამ ეტაპზე გეორგ პაპანდრეუს სოციალისტურ პარტიას დაახლოებით 44 პროცენტი აქვს მიღებული და კარამანლისის პარტია ”ახალ დემოკრატიას” დაახლოებით 10 პროცენტით უსწრებს. კარამანლისმა უკვე მიულოცა გამარჯვება მეტოქეს.
XS
SM
MD
LG