Accessibility links

logo-print

საქართველო უკრაინის შუამავლობას ერთი პირობით მიესალმება


კიევი გამოხატავს მზადყოფნას - შეასრულოს შუამავლის როლი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომელიც გასულ კვირაში გამოქვეყნდა, შეუწყობს ხელს რეგიონში ვითარების გაუმჯობესებას.
უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააძლიეროს ძალისხმევა, რათა კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნდნენ და თავიდან იქნეს აშორებული ახალი ძალადობა.
თბილისი მიესალმება უკრაინის ინიციატივას - შეასრულოს შუამავლის როლი, მაგრამ მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ კონსტრუქციული დიალოგისთვის თავად რუსეთი იქნება მზად. ამ შინაარსის კომენტარი 5 ოქტომბერს გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. ”ჩვენ ადრე თუ გვიან დაგვჭირდება რუსეთთან ლაპარაკი - დემოკრატიულ, თავისუფალ რუსეთთან - რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართლისა და თავისი მეზობლების წინაშე... ამიტომ ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის მზადყოფნას, და მითუმეტეს ჩვენი მოძმე უკრაინის, რომ შეასრულოს შუამავლის როლი, თუკი ოდესმე რუსეთი მზად იქნება სერიოზულად განიხილოს ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები”, - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
XS
SM
MD
LG