Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში მთავრობა დაითხოვეს


რუსეთის რესპუბლიკა ინგუშეთის პრეზიდენტმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის მთავრობა დათხოვნილია. ორშაბათის სამუშაო შეხვედრაზე ევკუროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა მთავრობის წევრების მიერ გაწეული მუშაობით სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის სფეროში. მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, ალექსეი ვორობიოვი დაინიშნა. სხვა მინისტრები თავიანთი მოვალეობის შესრულებას ახალი კაბინეტის ფორმირებამდე გააგრძელებენ.
XS
SM
MD
LG