Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან-კი-მუნი პაკისტანში მომხდარ თავდასხმას ”მდაბალ დანაშაულს” უწოდებს


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან-კი-მუნმა, დაგმო პაკისტანში გაეროს საკვების სააგენტოზე ორშაბათს მომხდარი თავდასხმა, რასაც მინიმუმ 4 ადამიანი შეეწირა, და მას ”მდაბალი დანაშაული” უწოდა. მოკლულებს შორის ისლამაბადში მოქმედი გაეროს საკვების პროგრამის სამი თანამშრომელია. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი ერაყელია. გაეროს თანახმად, დაჭრილია კიდევ რამდენიმე ადამიანი - მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაში. თავდასხმის შემდეგ გაერომ პაკისტანში თავისი სააგენტოები დახურა. ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
XS
SM
MD
LG