Accessibility links

კარლა ბრუნი-სარკოზის ვებგვერდმა დატვირთვას ვერ გაუძლო


საფრანგეთის პირველმა ლედიმ, კარლა ბრუნი-სარკოზიმ, დღეს თავისი ვებსაიტი აამოქმედა, რომელიც სტუმრებს მის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან თანაცხოვრების შესახებ მოუთხრობს - თუმცა ვებგვერდს მისმა მყისიერმა წარმატებამ სირთულეები შეუქმნა. ყოფილი სუპერმოდელის ვებგვერდის, carlabrunisarkozy.org-ის მიმართ ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ გვერდმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა. ვებგვერდზე შესულ ბრუნის თაყვანისმცემლებს მხოლოდ ერთი თხოვნა დახვდათ - რომ რამდენიმე საათში დაბრუნებულიყვნენ უკან. ახალი საიტი სამ თემას მოიცავს - ბრუნის ფონდს, რომელიც საფრანგეთის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეხმარება, მის სამუშაოს შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან მებრძოლი გლობალური ფონდის ელჩის პოსტზე, და მისი, როგორც საფრანგეთის პირველი ლედის ცხოვრებას.

XS
SM
MD
LG