Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანში ორი ლიბანელი ციხეში ჩასვეს


იუწყებიან, რომ აზერბაიჯანის სასამართლომ დღეს ორი ლიბანელი მამაკაცი დამნაშავედ ცნო ბაქოში ისრაელისა და შეერთებული შტატების საელჩოების აფეთქების გეგმის ქონაში. სააგენტო ”ფრანს პრესმა” გაავრცელა სასამართლოს წარმომადგენლის სიტყვები - რომ ლიბანის მოქალაქეებს, ალი კარაკისა და ალი ნაჯმედინს, 15-15 წლჳთ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, მსჯავრდებულებს ბრალი დაედოთ ისრაელისა და შეერთებული შტატების, აგრეთვე სტრატეგიული გაბალას ანტისარაკეტო სარადარო სადგურის აფეთქების მომზადებაში. თავისუფლების შეზღუდვა აზერბაიჯანის ოთხ მოქალაქესაც მიესაჯა, 12-დან 15 წლამდე ვადით. სასამართლოს წარმომადგენლის თქმით, ჯგუფს კავშირი ჰქონდა ლიბანურ შიიტურ დაჯგუფება ჰესბოლასთან, ალ-ყაიდასთან, და ირანის რევოლუციურ გვარდიასთან. მას დეტალები არ დაუკონკრეტებია. განსასჯელთა დამცავმა საბჭოებმა სასჯელი დაგმეს - მას უსაფუძვლო უწოდეს - და სასამართლო პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვეს.
XS
SM
MD
LG