Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ეკა სირაძე-დელონე და ნინო ლომჯარია


ეკა სირაძე-დელონე (მარჯვნივ) და ნინო ლომჯარია

ეკა სირაძე-დელონე (მარჯვნივ) და ნინო ლომჯარია

6 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ ეკა სირაძე-დელონე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ლომჯარია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი. ამ ორმა ორგანიზაციამ დაასრულა ერთობლივი წელიწადნახევრიანი პროექტი ”დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა სამართლიანი საარჩევნო პროცესებისა და აქტიური სამოქალაქო მონაწილეობის გზით”. პროექტი 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყო და თავდაპირველად ამომრჩევლის გათვითცნობიერებასა და მოტივაციის გაზრდას ემსახურებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქალაქეებს ეხმარებოდნენ ადგილობრივი პრობლემების გამოვლენასა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში.
XS
SM
MD
LG