Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა შესაძლოა მოლაპარაკებებს დათანხმდეს


ფხენიანი აცხადებს, რომ შესაძლოა დაუბრუნდეს ექვსმხრივ საერთაშორისო მოლაპარაკებებს მისი ბირთვული შეიარაღების პროგრამის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფო მედიამ ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ირისა და ჩინეის პრემიერ-მინისტრ ვენ ჟიბაოსთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ვენ ჟიბაო კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას სამდღიანი ვიზიტით ეწვია. ფხენიანი აცხადებს, რომ ექვსმხრივი მოლაპარაკებების განახლება დამოკიდებული იქნება ამერიკასთან დაგეგმილ ორმხრივ მოლაპარაკებებზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამ,ენტის წარმომადგნელმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან მოსალაპარაკებლად.

XS
SM
MD
LG