Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ნაწილი ჟან ლუი ლორანს შეხვდა


არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ევროსაბჭოს პოლიტიკურ დირექტორ ჟან ლუი ლორანს შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანების უფლებების საკითხს და იმ ვალდებულებების პერმანენტული დარღვევის საკითხს, რომლებიც საქართველოს ევროსაბჭოს წინაშე აქვს აღებული. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ოპოზიციის სამომავლო გეგმებიc. დღევანდელ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კახა კუკავა და ეკა ბესელია.

XS
SM
MD
LG