Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან საერთო საავიაციო სივრცის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს


დღეს ევროკავშირთან საერთო საავიაციო სივრცესთან დაკავშირებული ფართომასშტაბიანი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი მთავრობის კანცელარიაში ევროკომისიის წარმომადგენელობის ხელმძღვანელმა საქართველოში, პიერ ეკლუნდმა და ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მამუკა ვაწაძემ გახსნეს. ქართული მხარის განცხადებით შეთანხმების მიზანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო საავიაციო სივრცის შექმნა, რის შედეგადაც უნდა მოიხსნას საბაზრო ბარიერები და საქართველო დაუკავშირდეს ევროკავშირის შიდა საავიაციო ბაზარს. საქართველო მზად არის, მოახდინოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროსტანდარტებთან და განახორციელოს ევროკავშირის საავიაციო სტანდარტები - აცხადებენ საქართველოს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG