Accessibility links

logo-print

პრეზიდენტმა „ეკონომიკის თავისუფლების აქტი“ წარადგინა


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტს ეკონომიკის ლიბერალიზაციისაკენ მიმართული საკონსტიტუციო კანონი წარუდგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, გადასახადების შეცვლა მხოლოდ რეფერენდუმის შედეგად იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტის თქმით, ასევე აიკრძალება ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, რათა, მისი თქმით, „ვერავინ გააჩინოს ახალი პარაზიტები რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის დაკმაყოფილების მიზნით“. ახალ კანონში ასევე შევა ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებული ცვლილებები. „ეკონომიკის თავისუფლების აქტის“ მიხედვით ბიუჯეტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს, დეფიციტი არ უნდა იყოს 3 პროცენტზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60 პროცენტზე ნაკლები უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG