Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეა ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების განახლების სურვილს გამოთქვამს


ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მას სურს დაუბრუნდეს ექვსმხრივ მოლაპარაკებას მისი ბირთვული პროგრამის გარშემო, მაგრამ მარტო იმ შემთხვევაში, თუ წინსვლას მიაღწევს აშშ-თან ცალკე დაგეგმილ მოლაპარაკებაზე. ამ შინაარსის განცხადება, ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ირმა გააკეთა ფხენიანში ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ვენ ჟიაბაოსთან შეხვედრის დროს. ჩრდილოეთმა კორეამ აპრილში გამოაცხადა, რომ ტოვებს ექვსმხრივ მოლაპარაკებას ჩინეთის, იაპონიის, რუსეთის, სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების მონაწილეობით. ამის შემდეგ, მაისში, ფხენიანმა მეორე ბირთვულ გამოცდა ჩაატარა.
XS
SM
MD
LG