Accessibility links

logo-print

აშშ-ის ორი მინისტრის შეფასებით, ირანთან მოლაპარაკება ნაწილობრივ წარმატებული იყო


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის განცხადებით, ირანთან გასულ კვირაში გამართული მოლაპარაკები ნაწილობრივ იყო წარმატებული. ტელეკომპანია CNN-თან ერთობლივ ინტერვიუში, კლინტონმა “სასარგებლო” უწოდა ჟენევაში გამართულ შეხვედრას, რადგან ირანი დაყაბულდა სამი მოთხოვნის შესრულებას, მათ შორის ირანის ყველა ბირთვული ობიექტის შემოწმებას და თვის ბოლოს მორიგი მოლაპარაკების გამართვას. “ჩვენი აზრით, ამ სამი დიდი საკითხისთვის ეს სასარგებლო შეხვედრა იყო. მაგრამ როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა და მეც და სხვებმაც განვმარტეთ, ეს ბოლო წერტილი არ არის. გაცილებით მეტია გასაკეთებელი, გაცილებით მეტს მოველით,” - განაცხადა კლინტონმა. აშშ განაგრძობს მზადებას ირანის წინააღმდეგ შესაძლო, დამატებითი სანქციებისთვის, თუ ის არ მიმართავს ზომებს ურანის გამდიდრების შესაჩერებლად. გასული კვირის მოლაპარაკებაზე შვეიცარიაში ირანის, შეერთებული შტატების, აგრეთვე ჩინეთის, რუსეთის საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეიკრებნენ.
XS
SM
MD
LG