Accessibility links

logo-print

საფრანგეთმა და ყაზახეთმა ენერგეტიკასა და სამხედრო ტრანზიტზე შეთანხმებები გააფორმეს


საფრანგეთმა და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყაზახეთში კასპიის ზღვის ხვალინსკოეს გაზის საბადოს განვითარებაში საფრანგეთის ენერგოკომპანიების, "ტოტალის" და "GDF სუესის" მონაწილეობის შესახებ. ამ შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოაწერეს ასტანაში საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტის დროს, ორი კომპანია მილიარდამდე დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და აქციების 25 პროცენტის მფლობელი იქნება. კასპიის ზღვის ხვალინსკოეს საბადოს ექსპლუატაცია 2016 წლიდან არის მოსალოდნელი, წელიწადში მისგან 9 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის მიღებას მოელიან. გაზი ძირითადად რუსეთისთვის იქნება განკუთვნილი. დღესვე გაფორმებული მემორანდუმით5 საფრანგეთს ეძლევა ყაზახეთზე ტრანზიტით სარგებლობის უფლება ავღანეთში სამხედრო მსომასახურეების ჩასაყვანად და აღჭურვილობის ჩასატანად.
XS
SM
MD
LG