Accessibility links

logo-print

ფინანსთა მინისტრი: ბიზნესს უპრეცედენტო თავისუფლება ეძლევა


ჩვენ ვაძლევთ ეკონომიკურად უპრეცედენტო თავისუფლებას კერძო ბიზნესს, - ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ”ეკონომიკური თავისუფლების აქტს”, რომელიც 6 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან წარადგინა. როგორც ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ განუცხადა, მთავრობა ბიზნესს დიდ შესაძლებლობას აძლევს, რომ იყოს წარმატებული. “ახალი ინიციატივის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკა იყოს ლიბერალური. სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში - მინიმალური, ზოგიერთ სექტორში კი, საერთოდ აიკრძალოს კიდეც. აგრეთვე, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები იყოს შეუქცევადი”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ახალ ინიციატიავში არის ის, რომ ცვლილებები კონსტიტუციაში ჩაიდება და გადასახადების ნებისმიერი ზრდის ან ახალი განაკვეთების დაწესების გადაწყვეტილების მიღება რეფერენდუმის გზით მოხდება, ანუ გადაწყვეტილების მიღება ხალხის ნებაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG