Accessibility links

გალში მორიგი ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართა


ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შემუშავენის ფარგლებში დღეს გალში მომდევნო, რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა. ევროკავშირისა და გაეროს მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვასთან დაკავშირებული პრობლემები და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. კონკრეტული შედეგის მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა. ქართულ მხარეს შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი წარმოადგენდა. მისი თქმით, მხარეებს შორის ”დისკუსიები გრძელდება” ტექნიკურ, ”ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე.”
XS
SM
MD
LG