Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სასამართლომ 70 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა "მემორიალს"


სასამართლომ მოსკოვში ნაწილობრივ დააკმაყოფილა უფლებადამცავ ორგანიზაცია "მემორიალის" ხელმძღვანელის წინააღმდეგ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ შეტანილი სარჩელი ღირსების დაცვის შესახებ. ჩვენი რადიოს რუსული სამსახურის კორეპსონდენტის ცნობით, სასამართლომ "მემორიალსა" და მის ხელმძღვანელს, ოლეგ ორლოვს 70 ათასი რუბლის (2300 დოლარის) გადახდა დააკისრა. საჩივრის შეტანის მიზეზი იყო ორლოვის განცხადება ნატალია ესტემიროვას მკვლელობაზე კადიროვის პასუხისმგებლობის შესახებ. ესტემიროვა, რომელიც ჩეჩნეთში "მემორიალის" თანამშრომელი იყო, წელს ივლისში მოკლეს. კადიროვი ორლოვისაგან, კომპენსაციის სახით, 10 მილიონ რუბლს (330 000 დოლარს) მოითხოვდა.
XS
SM
MD
LG