Accessibility links

logo-print

დევნილები გზის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ


დევნილები გზის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ

დევნილები გზის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვენ

მესამე თვეა თბილისი–სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალის, სვენეთი–რუისის გზის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ტენდერში მშენებელმა კომპანიამ „აკორდ–ჯორჯიამ“ გაიმარჯვა, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება გორთან ახლოს ჩასახლებულ დევნილ მამაკაცებს შეჰპირდა, რომ, პირველ რიგში, ავტობანის მშენებლობაზე მათ დაასაქმებდა. ამისთვის სპეციალური სიაც შეიქმნა, რომელიც საგზაო დეპარტამენტშიც გაიგზავნა და სამშენებლო კომპანიაშიც. დღეს დევნილთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დაპირება არ შეასრულა და სამუშაოთა მწარმოებელმა მუშახელი სხვა რაიონებიდან ჩამოიყვანა.

დევნილთა პრეტენზიებს არ იზიარებს დევნილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი. მისი თქმით, დევნილების ნაწილი გზის მშენებლობაზე დასაქმდა, მაგრამ ვინც მძიმე სამუშაო ვერ შეასრულა, ის სამსახურიდან დაითხოვეს.

მინისტრის განცხადებამ დევნილების აღშფოთება გამოიწვია. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი უწყება მოიარეს დასაქმების მოთხოვნით, დღემდე არავინ გამოხმაურებია.

მართალია, აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს, ისინი მიიჩნევენ, რომ მათი სოციალური და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეს საკმარისი არ არის. დევნილების აზრით, მთავარ პრობლემად ყველა ახალ ჩასახლებაში უმუშევრობა რჩება, სამუშაოს მოლოდინში მყოფი დევნილი კაცები კი მთელ დღეს ეგრეთ წოდებულ ბირჟებზე დომინოს თამაშში ატარებენ.
XS
SM
MD
LG