Accessibility links

logo-print

სალი ბერიშა ალბანეთისა და კოსოვოს გაერთიანებას გამორიცხავს


ალბანეთის პრემიერ-მინისტრი სალი ბერიშა გამორიცხავს ალბანეთისა და კოსოვოს გაერთიანებას და აცხადებს, რომ ისინი ცალ-ცალკე იმედოვნებენ ევროკავშირში გაწევრიანებას. კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამოსვლისას, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ”ალბანელთა ეროვნული იდეალი, ევროპული იდეალია”. კოსოვოს ეთნიკურმა ალბანელმა ლიდერებმა სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადეს. ალბანეთი და კოსოვო შეთანხმდნენ, რომ თავიანთ მოქალაქეებს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მისცემენ. სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბერიშას ალბანეთისა და კოსოვოს გაერთიანების განზრახვაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG