Accessibility links

ობამა სარქისიანს თურქეთთან მოლაპარაკებების გამო აქებს


აშშ პრეზიდენტმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს დაურეკა და თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის დაჩქარებისკენ მოუწოდა. ობამა თვლის, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების მოგვარებაზე მოლაპარაკებები პირობების გარეშე და განსაზღვრული განრიგით უნდა წარიმართოს. სატელეფონო საუბრისას ობამამ შეაქო სარქსიანი ”გაბედული ლიდერობისთვის”, რაც თურქეთთან ურთიერთობის წარმართვას ეხება. ოფიციალური პირების განცხადებით, შესაძლოა, მიმდინარე თვეში მოაწერონ ხელი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ შეთანხმებას. ის ძალაში შევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას ორი ქვეყნის პარლამენტებიც დაამტკიცებენ. სომხეთის პრეზიდენტი სამშაბათს ლიბანში ჩავიდა, რომ იქ მცხოვრებ სომხურ მოსახლეობასთან თურქეთთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მისი მთავრობის გეგმაზე ესაუბრა. სარქისიანის ვიზიტი ბეირუთში ათასობით სომეხი ეროვნების მოქალაქის საპროტესტო დემონსტრაციით აღინიშნა. ლიბანში 140 ათასიანი სომხური დიასპორაა და მისი უდიდესი ნაწილი ოტომანთა იმპერიის მიერ მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი სომხების შთამომავლები არიან.
XS
SM
MD
LG