Accessibility links

logo-print

მკვლელობის მესამე წლისთავზე მოსკოვში ანა პოლიტკოვსკაიას იხსენებენ


მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას კოლეგები და ნათესავები დღეს, მკვლელობის მესამე წლისთავზე, მოსკოვში დემონსტრაციას მართავენ. ღონისძიება ადგილობრივი დროით 16 საათსა და 3 წუთზე დაიწყება - ანუ ზუსტად იმ დროს, როცა 2006 წელს ჟურნალისტი მისი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. პოლიტკოვსკაია ბევრს წერდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაზე, და ხშირად აკრიტიკებდა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინს. რუსეთის პროკურორები გამოძიებას აწარმოებენ სამი მამაკაცის გარშემო, რომლებსაც პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. მაგრამ გამოძიებას არ დაუდგენია, ვინ იყო მკვლელობის შემკვეთი. როგორც ვარაუდობენ, თავად მკვლელი უცხოეთს აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG