Accessibility links

logo-print

აჰმადინეჟადი ჟენევის მოლაპარაკებებს ”წინ გადადგმულ ნაბიჯს” უწოდებს


ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ”წინ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გასულ კვირაში ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებას ირანსა და ექვს მხარეს, მათ შორის შეერთებულ შტატებს შორის. ოფიციალურ მედიაში გავრცელებული ციტატის თანახმად, აჰმადინეჟადმა იმედი გამოთქვა, რომ გაიმართება ”კონსტრუქციული დიალოგი ყველა მნიშვნელოვანი გლობალური საკითხის გადასაჭრელად”. სამშაბათს შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები მზად არიან ირანს სანქციები გაუმკაცრონ იმ შემთხვევაში, თუ თეირანი არ დააქარწყლებს შიშს, რომ ის ატომურ იარაღზე მუშაობს. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG