Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი: ჩეხეთი მოახდენს ევროკავშირის ხელშეკრულების რატიფიკაციას


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, იან ფიშერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოახდენს ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიკაციას - და ეს, სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს მოხდება. ევროპის კომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, და შვეციის პრემიერ-მინისტრ ფრედრიკ რეინფელდტთან შეხვედრის შემდეგ, ფიშერმა თქვა: ”ევროპას ღელვისთვის მიზეზი არ აქვს. ჩეხეთის რესპუბლიკაში საქმე ”კის” და ”არას” არ ეხება - საკითხავი ის არის, როდის [მოხდება ეს].” თავდაპირველი გეგმით, შეხვედრა ბრიუსელში უნდა გამართულიყო - მაგრამ ფიშერი იქ თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ გაფრინდა და შეხვედრა ვიდეოხიდით ჩატარდა. გასულ კვირაში ჩატარებულ რეფერენდუმზე ლისაბონის ხელშეკრულებას ირლანდიელი ამომრჩეველი დათანხმდა. მაგრამ დოკუმენტს ამოქმედებისთვის ჩეხეთის და პოლონეთის პრეზიდენტების ხელმოწერა სჭირდება. ჩეხეთის პრეზიდენტი, ვაცლავ კლაუსი, ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ხელის მოწერამდე დაელოდება ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა ხელშეკრულება ჩეხეთის კონსტიტუციას.
XS
SM
MD
LG