Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასა და სარქისიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა


შეერთებული შტატების პრეზდენტმა ბარაკ ობამამ დაურეკა მის სომეხ კოლეგას, სერჟ სარქისიანს, და მიმართა თხოვნით, რომ სომხეთმა და თურქეთმა დააჩქარონ კავშირების ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკება. თეთრი სახლის განცხადებით, სატალეფონო საუბარი ორშაბათს შედგა, და ობამამ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების პოზიციას - რომ ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკება ”წინაპირობების გარეშე, და გონივრულ ვადებში უნდა წარიმართოს.” განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთთან ამ პროცესის ხელშეწყობის გამო ობამამ სარქისიანის ”გაბედული ლიდერობა” შეაქო. სომხეთსა და თურქეთს ამჟამად არ აქვთ დიპლომატიური კავშირები, და მათ შორის საზღვარი დაკეტილი რჩება. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ორმა ქვეყანამ შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ დოკუმენტი ამ თვეში გააფორმოს. თუმცა ამოქმედებისთვის ამ დოკუმენტს ორივე ქვეყნის პარლამენტების მიერ დასჭირდება დამტკიცება.
XS
SM
MD
LG