Accessibility links

logo-print

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში იმყოფებოდა


დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში შეხვედრებს 6 აგვისტოს მართავდა. პერ სტიგ მიოლერი შეხვდა სეპარატისტული რეჟიმის დეფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას. სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესის” ინფორმაციით, ”გულახდილად” განიხილებოდა ”სამხრეთ კავკასიაში შემნილ ახალ რეალობასთან” დაკავშირებული თემები, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები და ”ევროკავშირის მისიის საქმიანობის პერსპექტივები დაპირისპირების ზონაში.” ბაღაფშთან შეხვედრისას პერ სტიგ მიოლერმა აღნიშნა, რომ ”ევროკავშირი არ აპირებს სეპარატისტული რეგიონის სტატუსის განხილვას. ”მიუხედავად იმისა, რომ მიოლერის ცალკეული მოსაზრებები აბსოლუტურად მიუღებელია, აფხაზეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა სტუმრებს, რომ ის მზად არის განიხილოს ევროპულ სტრუქტურებთან პირდაპირი თანამშრომლობის საკითხები იმ შემთხვევაში, თუკი აფხაზეთის სახელმწიფო ინტერესები დაცული იქნება ”, - იტყობინება ”აფსნიპრესი”.
XS
SM
MD
LG