Accessibility links

logo-print

ქრისტიან-დემოკრატები პოლიტიკურ პარტიებსა და მე-3 სექტორს შეხვედრისკენ მოუწოდებენ


საპარლამენტო ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობენ შეხვედრას, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. ამის შესახებ 7 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ‘’ქრისტიან-დემოკრატების’’ წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ. მისი თქმით, აუცილებლად განსახილველია სამი ძირითადი საკითხი: სამეურვეო საბჭოს გაზრდილი შემადგენლობისთვის ახალი კანდიდატურების შერჩევა, სამეურვეო საბჭოს უფლებების გაზრდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად გარდაქმნის ახალი კონცეფციის შემუშავება. ”ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, უნდა შევქმნათ ალტერნატივა - როგორ წარმოგვიდგენია მეორე არხი და რა უნდა იყოს ამ არხზე იმისათვის, რომ იყოს პოლიტიკური ბალანსი დაცული”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ 7 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. შეხვედრა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში 8 ოქტომბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG