Accessibility links

logo-print

„ეროვნული ფორუმი“ ამიერიდან მარტო იმოქმედებს


"ეროვნული ფორუმი" საკუთარი გადაწყვეტილებების დანარჩენ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან შეთანხმებას აღარ აპირებს, განაცხადა ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ რადიო „პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. "ეროვნული ფორუმის" პოლიტიკური საბჭო ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ ამიერიდან რასაც ჩვენ გავაკეთებთ, გავაკეთებთ მარტო, რადგან გაზაფხულის აქციების განმავლობაში კოლეგებთან ერთად ჩვენი სამოქმედო გეგმების განხორციელება ვერ მოვახერხეთ~, - განაცხადა სანიკიძემ. "ეროვნული ფორუმი" არც ადგილობრივ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას - თქვა გუბაზ სანიკიძემ.

XS
SM
MD
LG