Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ქურციკიძე


მაია ქურციკიძე

მაია ქურციკიძე

8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კომუნიკაციის პროგრამის მენეჯერი. ორიოდე დღის წინ ფონდმა გამოაქვეყნა ანგარიში - ”პროგრესი ბავშვებისთვის”, რომელშიც მსოფლიოში ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენის სხვადასხვა ფაქტები სტატისტიკურად არის ასახული. ანგარიშის გამოქვეყნება ბავშვა უფლებების კონვენციის 20 წლის თავს ემთხვევა. დოკუმენტში არის მონაცემები საქართველოზეც. მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ 2-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვთა 40 პროცენტი როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური აგრესიის მსხვერპლია. ამავე ანგარიშის მონაცემებით, საქართველოში დედების 13 პროცენტი აცხადებს, რომ ბავშვის ფიზიკური დასჯა დასაშვებია. მაია ქურციკიძემ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა როგორც ფონდის გლობალური ანგარიშის, ისე ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხზე საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგებზე.
XS
SM
MD
LG