Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეკონომიკის თავისუფლების აქტის“ ნაწილი 2012 წელს ამოქმედდება


ეკონომიკის ლიბერალიზმის ფარგლებში პრეზიდენტის ინიციატივების ნაწილის მომავალი წლიდან ამოქმედებამ შეიძლება პრობლემები შექმნას - „ინტერპრესიუზის“ ცნობით ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ. ეს პირველ რიგში შეეხება ინიციატივას, რომლის თანახმად ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არა უმეტეს 3% -სა უნდა იყოს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ ნორმის მომავალი წლიდან ამოქმედებით ბევრი ვალდებულება შეუსრულებელი დარჩება და ამიტომ ის 2012 წლიდან ამოქმედდება. ასევე, აქტს დაემატება პირობები, რომლებიც კრიზისის პირობებში ამ პროცენტული მაჩვენებელის გაზრდას გახდის შესაძლებელს.

XS
SM
MD
LG