Accessibility links

logo-print

საქართველოში ნატოს მაღალჩინოსანი ჩამოვიდა


ნატო-ს დღეების ფარგლებში, თბილისში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსი ჩამოვიდა.სიმონსი მთავრობის წარმომადგენლებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, ეთნიკურ უმცირესობასა და სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრების მიზანია ქართული საზოგადოების აზრის გაცნობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. სიმონსის ვიზიტი სამი დღეს გაგრძელდება. ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 11 ოქტომბერს დატოვებს. ნატო-ს დღეები საქართველოში 5 ოქტომბერს გაიხსნა და 10 ოქტომბერს დაიხურება.

XS
SM
MD
LG