Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გაათავისუფლეს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი


ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პეტრე კანკავა თანამდებობიდან გათავისუფლდა. ჯერ არ კონკრეტდება, თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს, თუმცა „ინტერპრესნიუზი“ იუწყება, რომ შესაძლოა ამ პოსტზე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ბექა ჯაყელი დაინიშნოს. პეტრე კანკავა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ლაშა ჟვანიას მინისტრობის პერიოდში დაინიშნა. იგი უკვე მეოთხე დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელსაც ახალი მინისტრის დანიშვნის შემდეგ თანამდებობიდან წასვლა მოუწია. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 21 ოქტომბერს დასრულდება. სამინისტრო სრულად ამ დროისათვის დაკომპლექტდება.

XS
SM
MD
LG