Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება


აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები დღეს მოლდავეთში მართავენ მოლაპარაკებას, რომელსაც შესაძლოა, წინსვლა მოჰყვეს მთიანი ყარაბაღის გარშემო უთანხმოების მოგვარების საქმეში. შაბათს კი სომხეთი და თურქეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც მათ შორის ურთიერთობის მოგვარებას ემსახურება. თურქეთმა 1993 წელს ჩაკეტა სომხეთთან საზღვარი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად. კონფლიქტმა 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის მოლაპარაკება დღეს კიშინიოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის პარალელურად ტარდება.
XS
SM
MD
LG