Accessibility links

ქაბულში ინდოეთის საელჩოსთან მოწყობილმა აფეთქებამ 17 ადამიანი შეიწირა


ქაბულში ინდოეთის საელჩოსთან აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო დანაღმული ავტომანქანით, დაღუპულებს შორის 15 სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელია. ინდოეთის განცხადებით, იერიში მისი საელჩოს წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ინდოეთის საელჩოს წინააღმდეგ გასული წლის ივლისშიც მოეწყო აფეთქება: მაშინ 58 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მაღალი რანგის ორი ინდოელი დიპლომატი.
XS
SM
MD
LG