Accessibility links

მოლდავეთის პარლამენტში 23 ოქტომბერს აირჩევენ ქვეყნის ახალ პრეზიდენტს


მოლდავეთის პარლამენტში 23 ოქტომბრისთვის დაინიშნა კენჭისყრა, რომელმაც ქვეყნის პრეზიდენტის ვინაობა უნდა გაარკვიოს. ამასთან, ნათელი არ არის, ბოლო მოეღება თუ არა პოლიტიკურ კრიზისს მოლდავეთში. პარლამენტი ორ ბანაკად არის გაყოფილი - კომუნისტებად, რომლებიც ივლისის არჩევნებში დამარცხდნენ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ და ევროპაში ინტეგრაციის მომხრე ოთხ ლიბერალურ პარტიად, რომლებიც მმართველ კოალიციაში არიან გაერთიანებული. პარლამენტში არც ერთ მხარეს არ გააჩნია საკმარისი ხმები პრეზიდენტის ასარჩევად, რომელიც კომუნისტ ვლადიმირ ვორონინს შეცვლის. 101-ადგილიან პარლამენტში 61 ხმა არის საჭირო პრეზიდენტობის კანდიდატის დასამტკიცებლად. თუ პარლამენტში ორი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
XS
SM
MD
LG