Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქი მინისტრი დარწმუნებულია, რომ თურქეთი და სომხეთი ისტორიულ შეთანხმებას გააფორმებენ


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმეტ დავითოღლუს განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ სომხეთი და თურქეთი ხელს მოაწერენ ისტორიულ შეთანხმებას ურთიერთობის ნორმალიზების და მრავალწლიანი მტრული ურთიერთდამოკიდებულებისათვის ბოლოს მოღების მიზნით. ხელმოწერის ცერემონია 10 ოქტომბრისთვის ციურიხშია დანიშნული, ამასთან სომხურ დიასპორაში უარყოფითად არიან განწყობილი, ისევე როგორც სომხეთის ოპოზიციური ძალების ნაწილში. ორი ქვეყნის ურთიერთობაში დაძაბულობის მიზეზია თითქმის ასი წლის წინ, ოსმალეთის იმპერიაში ასიათასობით სომხის დახოცვა, რასაც სომხები გენოციდად მიიჩნევენ, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი.
XS
SM
MD
LG