Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თბილისს ეწვევა


აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს 19-20 ოქტომბერს ეწვევა. დელეგაციას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ უხელმძღვანელებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება უსაფრთხოების საკითხებში ამერიკისა და საქართველოს მთავრობათა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფი განიხილავს საქართველოს თავდაცვის რეფორმას, საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობას ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში და ასევე - რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. ინფორმაციას სააგენტო ”ინტერპრესნიუსი”, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
XS
SM
MD
LG