Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსი საქართველოსთვის” ახალ ეკონომიკურ პროგრამას ამზადებს


პოლიტიკური გაერთიანება “ალიანსი საქართველოსთვის” მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივა - “ეკონომიკური თავისუფლების აქტი” - ტალიავინის დასკვნის შედეგად შექმნილი უარყოფითი ფონიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა. ალიანსის წარმომადგენლებმა - დავით ონოფრიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ და დავით საგანელიძემ - ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს. ამასთან, დავით საგანელიძის აზრით, პრაქტიკული შედეგების თვალსაზრისით, ”ეკონომიკური თავისუფლების აქტმა” შესაძლოა საკმაოდ მძიმე სოციალური შედეგიც გამოიღოს. დავით ონოფრიშვილის აზრით კი, პრობლემას ქვეყანაში არა მაღალი გადასახადები, არამედ ”სახელისუფლებო რეკეტი” წარმოადგენს. ალიანსი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკას მართლაც სჭრიდება გადახედვა და სწორედ ამ მიზანს ისახავს მათ მიერ შემუშავებული ახალი ეკონომიკური პროგრამა. პროგრამა დაახლოებით 20 ოქტომბერს განსახილველად უპირველეს ყოვლისა წარედგინებათ ეკონომიკის სფეროს ექსპერტებს, ხოლო შემდეგ - ფართო საზოგადოებას.
XS
SM
MD
LG