Accessibility links

პოლონეთი კვირას ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს


პოლონეთის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ევროპის კავშირის ლისაბონის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს კვირას, შუა დღისას. კაჩინსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ვადისლავ სტასიაკმა თქვა, რომ ცერემონიას დაესწრებიან, ევროკომიის თავმჯდომარე, ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარე იეჟი ბუზეკი და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, შვეციის პრემირ-მინისტრი, ფრედრიკ რაინფელდი. სახელმწიფო უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდერ შჩიგლომ განაცხადა უფრო ადრე, რომ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ კვირას.
ევროკავშირის 27 წევრიდან მხოლოდ პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას არ დაუმტკიცებია ხელშეკრულება, რომელსაც უნდა გაამარტივოს კავშირში გადაწყვეტილებების მიღება და მის სიტყვას საგარეო საკითხებში მეტი წონა მიენიჭოს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა, რომელიც ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, ახალ პირობებს აყენებს. რაინფელდტმა განაცხადა, რომ კლაუსმა სატალეფონო საუბრისას მოითხოვა დაერთოს ორ დამატებით წინადადებას შენიშვნა: “ძირითადი უფლებების ქარტიის შესაბამისად”.
კლაუსის წარმომადგენელმა კომენტარზე უარი თქვა.
XS
SM
MD
LG