Accessibility links

აშშ თვლის, რომ თალიბანი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ალ-ყაიდა


თეთრი სახლი აცხადებს, რომ თალიბანი ავღანეთში ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-სთვის, ვიდრე ალ-ყაიდის ტერორისტული ქსელი. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ავღანეთ-პაკისტანის რეგიონში აშშ სამომავლო პოლიტიკის შესახებ. ის განაგრძობს ამ პოლიტიკის გადახედვას. გიბსის თქმით, არის ”აშკარა განსხვავება” თალიბანსა და ალ-ყაიდას შორის: ”ალ-ყაიდა გლობალური, ტრანსნაციონალური ჯიჰადისტური მოძრაობაა, რომელმაც მოაწყო აშშ-ს ტერიტორიაზე თავდასხმები; თავს დაესხა ჩვენს მოკავშირეებს; კვლავაც გეგმავს და აქვს მათი განხორციელების განზრახვა. აქვე გავიმეორებ, რომ თალიბანის ზოგიერთ წევრსაც მსგავსი დღის წესრიგი აქვს, რაც ალ-ყაიდას უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. თალიბანის წევთა მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი საველე მეთაურები არიან და საკმაოდ განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ”. აშშ სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაცია მსჯელობს იმაზე - იმუშაოს, თუ არა თალიბანის ზოგიერთ წევრთან, თუმცა, რაიმე გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის.
XS
SM
MD
LG