Accessibility links

logo-print

მოლდავეთში დსთ-ს სამიტი იმართება


მოლდავეთის დედაქალაქში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი იმართება. თუმცა, შუა აზიის ხუთიდან ოთხი სახლემწიფოს - ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებმა უარი თქვეს სამიტში მონაწილეობაზე და ეს ქვეყნები შედარებით დაბალი დონის დელეგაციებით იქნებიან წარმოდგენილი. ასევე არ არის დაზუსტებული მიიღებს, თუ არა დსთ-ს სამიტში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი. სამიტის ოფიციალური დღის წესრიგით გათვალისწინებულია 20 პროექტის განხილვა, აგრეთვე მსჯელობა თანამეგობრობის მუშაობის გაუმჯობესების გზებზე.
XS
SM
MD
LG