Accessibility links

logo-print

დღეს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დასახელდება


დღეს ოსლოში ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დასახელდება. წელს ამ ნომინაციაზე განსახილველად ნობელის კომიტეტმა რეკორდული რაოდენობის - 205 კანდიდატურის შესახებ განაცხადი მიიღო. ცნობილი ბუკმეკერული კომპანიები - დღეს ოსლოში ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დასახელდება. წელს ამ ნომინაციაზე განსახილველად ნობელის კომიტეტმა რეკორდული რაოდენობის - 205 კანდიდატურის შესახებ განაცხადი მიიღო. ცნობილი ბუკმეკერული კომპანიები - ”ლედბროუკსი” და ”პედიპაუერი” ყველაზე მეტად წარმატებას ოთხ კანდიდატს უწინასწარმეტყველებენ. ესენი არიან: პატიმრობაში მყოფი ჩინელი დისიდენტი ჰუ ძია, კოლუმბიელი სენატორი და მშვიდობის მხარდამჭერი პიედად კორბოდა, რელიგიათაშორის დიალოგის მხარდამჭერი და იორდანიის პრინცი ღაზი ბინ მოჰამედი და ავღანელი ქალთა უფლებების დამცველი სიმა სამარი.
XS
SM
MD
LG