Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონი ევროპის ტურნეს იწყებს


აშშ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ევროპაში გაემგზავრება. ხუთი დღის განმავლობაში ის ეწვევა შვეიცარიას, დიდ ბრიტანეთს და რუსეთს. კლინტონი შაბათს ციურიხში ჩავა და სომხეთისა და თურქეთის მიერ ისტორიული შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრება. ამის შემდეგ გაემგზავრება ლონდონში, დუბლინში, ბელფასტსა და მოსკოვში. ჰილარი კლინტონი ეწვევა აგრეთვე რუსეთის ქალაქ ყაზანს. წინასწარი ინფორმაციით, კლინტონის მოლაპარაკებები რუსეთში შეეხება ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების დეტალებს, ადამიანის უფლებებსა და რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ.
XS
SM
MD
LG