Accessibility links

logo-print

ჟაკ როგი კვლავ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია


საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პრეზიდენტის პოსტზე ბოლო ოთხწლიანი ვადით კვლავ ჟაკ როგი აირჩია. ბელგიელი როგი დღევანდელი კენჭისყრის ერთადერთი კანდიდატი იყო. როგი ამ თანამდებობაზე 2001 წლიდან მუშაობს. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის პოსტი მან ხუან ანტონიო სამარანჩისგან გადაიბარა.

XS
SM
MD
LG