Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი იუშჩენკოს მოკავშირე გახდა


უკრაინის პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე პრეზიდენტ იუშჩენკოს მოკავშირე, პეტრო პოროშენკო დაამტკიცა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც მარტში პარლამენტმა ვოლოდიმირ ოჰრიზკო გაანთავისუფლა თანამდებობიდან, პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსთან კონფლიქტის გამო. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ერთ-ერთია იმ ორი თანამდებობიდან, რომლებზეც კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს. იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს შორის მეტოქეობა მწვავდება 17 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელშიც სავარაუდოდ ორივე მიიღებს მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG