Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: რუსეთთან ნატოს საერთო ინტერესებს არ ენიჭება უპირატესობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის წინაშე


ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთთან ჩრდილოატლანტიკური საერთო ინტერესებს არ ენიჭება უპირატესობა საქართველოსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის წინაშე. რადიო "თავისუფლებისთვის" მოცემულ ინტერვიუში რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატო კვლავინდებურად ერთგულია ღია კარის პოლიტიკისა, და დასძინა, რომ ნატოს არაწევრი ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაადებს ვეტოს გადაწყვეტილებას ნატოს გაფართოების შესახებ. რასმუსენის თქმით, ნატოს სურს რუსეთი დაარწმუნოს, რომ მისი "მტერი არ არის". ამასთან, გენერალური მდივანი თვლის, რომ არც რუსეთი უქმნის საფრთხეს ალიანსს.
XS
SM
MD
LG