Accessibility links

logo-print

სიმონსი: საქართველომ დაამტკიცა, რომ მისი სწრაფვა ნატოსკენ სერიოზულია


ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენლის რობერტ სიმონსის შეფასებით, საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების ყოველწლიური ეროვნული გეგმის "ძირითადი მოთხოვნები დადებითად სრულდება". თბილისში სტუმრად მყოფმა სიმონსმა დღეს განაცხადა, რომ "ყოველწლიური ეროვნული გეგმის ეფექტურად გამოყენებით საქართველომ დაამტკიცა, რომ მისი სწრაფვა ნატოსკენ მართლაც ძალიან სერიოზულია. დღესვე სიმონსი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიგა ბოკერიას. დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განიხილებოდა ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობები და ყოველწლიური ეროვნული სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა.
XS
SM
MD
LG