Accessibility links

logo-print

ერევანში ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების წინააღმდეგ


გავრცელებული ინფორმაციით, ათი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო სვლაში ერევნის ცენტრიდან - მემორიალისაკენ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში დახოცილ სომეხთა ხსოვნას ეძღვნება. სომხეთი და თურქეთი შაბათს მოაწერენ ხელს ორ ოქმს ურთიერთობათა ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. სომხეთის პრეზიდენტის ოფისისათვის გადაცემულ მიმართვაში დღევანდელი საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისაგან მოითხოვენ, არ მოაწეროს ხელი თურქეთთან შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG