Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში მოწყობილმა თავდასხმამ პოლიციელი შეიწირა


ჩეჩნეთში დაუდგენელმა პირებმა ჭურვი ესროლეს პოლიციის ავტომანქანას, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესი" რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ იერიში გროზნოში განხორციელდა. ამავე წყაროს ცნობით, დაიჭრა 6 ადამიანი. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტნის ქალაქ დერბენტში წუხელ ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა მამაკაცი, რომელიც, პოლიციის ვარაუდით, ბომბის გამოყენებას იერიშის მოსაწყობად აპირებდა. მეზობელ ინგუშეთში, პოლიციის ცნობით, ასევე ერთი მამაკაცი დაიღუპა მის ავტომანქანაში მომხდარი აფეთქების შედეგად. არ არის ცნობილი, ის თავდასხმის მსხვერპლი გახდა, თუ ექსტრემისტი იყო და აუფეთქდა მოწყობილობა, რომლის გამოყენებასაც თავდასხმისთვის აპირებდა.
XS
SM
MD
LG