Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მეამბოხეთა თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა


სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა დღეს პაკისტანში, დედაქალაქ ისლამაბადთან, შეიარაღებული ძალების შტაბბინაზე განხორციელებული იერიშის შედეგად. როგორც არმიის წარმომადგენლები იტყობინებიან, მოკლულია ოთხი თავდამსხმელი და სულ ცოტა ოთხი ჯარისკაცი. სროლისას დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირიც. არმიის ბაზაზე თავდასხმას წინ უსწრებდა ბომბის აფეთქება ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში, რამაც პარასკევს 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG