Accessibility links

logo-print

„ლისაბონის ხელშეკრულებას“ პოლონეთიც შეუერთდა


პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. „ლისაბონის ხელშეკრულებას“ ევროპის კავშირის მმართველი სტრუქტურების გარდაქმნის შესახებ. ვარშავაში მოწყობილ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ, ევროკავშირის მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებმა, უცხოელმა დიპლომატებმა. ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანა, სადაც „ლისაბონის ხელშეკრულების“ რატიფიკაცია ჯერ არ დასრულებულა, ჩეხეთია.
XS
SM
MD
LG